საბავშვო პროდუქციის ყველაზე დიდი მაღაზია საქართველოში Wishlist.ge - “ვიშლისთი“ აცხადებს ვაკანსიას ”ონლაინ ოპერატორის“ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი
ფუნქცია/მოვალეობები:
- შემოსულ ზარებზე პასუხი;
- კომპანიის ვებ-გვერდზე კომენტარების და შეტყობინებების პასუხი;
- ვებ-გვერდზე შემოსული შეკვეთების დამუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- სასურველია 6 თვიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსები
- სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 დღე კვირაში.
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- Fitpass-ით სარგებლობა კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის;
- ფასდაკლება პროდუქციაზე კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის.
გისურვებთ წარმატებებს!